ძიებაSearch
Logo
სერვისები დახმარება ფილიალები კონტაქტი
GE RU EN

წესები და პირობები

ჯიესენის ვებგვერდის წესები და პირობები, კონფიდენციალურობის პოლიტიკა, თანხის დაბრუნების პოლიტიკა.

 

ტერმინთა განმარტება

 

მიმწოდებელი (ჩვენ) - შპს „ჯორჯიან სერვის ნეთვორკი“ ს/კ 406049823

მომხმარებელი (თქვენ) - პირი, რომელიც შედის ვებგვერდზე. ასევე იურიდიული პირი, რომლის სახელითაც ფიზიკური პირი შედის ვებგვერდზე.

ხელშეკრულება - წინამდებარე დოკუმენტი

პროდუქცია - ნებისმიერი პროდუქტი, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ ჩვენს ვებგვერდზე

შეთანხმება - ეს მოხმარების წესები და პირობები, კონფიდენციალურობის პოლიტიკა, პასუხისმგებლობის შეზღუდვა, შეკვეთის გაფორმების, თანხის გადახდის, პროდუქტის მიწოდების ინსტრუქციები, რომელსაც თქვენ ეთანხმებით შეკვეთის განხორციელების დროს.

შემკვეთი/დამკვეთი - პირი, რომელიც ახორციელებს ვებგვერდიდან პროდუქციის შეძენას.

 

 

 

როგორ მუშაობს კომპანია

 

ჩვენი ვებგვერდით, ან ტელეფონით ნებისმიერი საქონლის შეკვეთისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ამ წესებს და პირობებს. GSN.GE  არის ხელმისაწვდომი ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირისთვის, ნებისმიერი ინტერნეტ ბრაუზერიდან. ჩვენი ვებგვერდიდან პროდუქტის ონლაინ შეძენა შესაძლებელია მხოლოდ საიტზე რეგისტრაციის შემდეგ. პროდუქციის მიწოდების შესახებ შეთანხმება არის თქვენსა და შპს „ჯორჯიან სერვის ნეთვორკს “შორის.

 

 

 

კონფიდენციალურობა

 

შპს „ჯორჯიან სერვის ნეთვორკი“ სრულიად პასუხისმგებელია ჩვენი საიტის მომხმარებლისა და კლიენტის ინფორმაციის კონფიდენციალურობის საკითხში, არ გადავცემთ ინფორმაციას ჩვენს მომხმარებელზე მესამე პირებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინფორმაცია ჩვენგან გადაეცემა გადამზიდავს შენაძენის მიტანის მიზნით. ჩვენ არ ვყიდით ინფორმაციას თქვენს სახელზე, მისამართზე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე, საკრედიტო ბარათებზე ან ნებისმიერ სხვა პერსონალურ ინფორმაციას.

 

 

 

გადახდის პირობები და თანხის უკან დაბრუნების პოლიტიკა

 

კალათის გვერდზე გადახდის გვერდზე გადასვლამდე განთავსებულია სრული ინფორმაცია შესაძენი პროდუქტისა და მისი ჯამური ღირებულების შესახებ. შეკვეთილი პროდუქტის შეძენა შესაძლებელია ონლაინ გადახდის საშუალებით Visa/Mastercard ბარათებით, ინტერნეტ/მობაილ ბანკით, ან Apple Pay-ით. გადახდის ღილაკზე დაჭერის შემდგომ ავტომატურად გადამისამართებულ თიბისი ბანკის გვერდზე Visa/Mastercard ბარათით გადახდისას საჭიროა შეიყვანოთ თქვენი ბარათის მონაცემები. ინტერნეტ/მობაილ ბანკით გადახდისას საჭიროა შეიყვანოთ თქვენი ინტერნეტ/მობაილ ბანკის მონაცემები და თანხა ავტომატურად ჩამოგეჭრებათ ანგარიშიდან. გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის  Visa ან Mastercard ბარათით.

 

იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება საგარანტიო მომსახურების შესრულება ან შეკვეთის დასრულება შეუძლებელია, ნივთის არქონის გამო ან თუ ნივთის მახასიათებლები არ ემთხვევა საიტზე მოცემულ მახასიათებლებს, მომხმარებელს აქვს უფლება მოითხოვოს თანხის სრულად უკან დაბრუნება, თანხის უკან დაბრუნება მოხდება იმავე საბანკო ანგარიშზე, რომლიდანაც მოხდა თანხის ჩარიცხვა. თანხის დაბრუნება მოხდება განცხადების საფუძველზე. თანხის უკან დასაბრუნებლად კომპანიას აქვს ერთი თვის ვადა.

 

 

შეკვეთის მიღება

 

ჩვენთან მოქმედებს მიწოდების უფასო სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით, შეკვეთის გაფორმებისას ტრანსპორტირების გრაფაში ჩამოთვლილ ნებისმიერ ქალაქში.

15:00 საათამდე მიღებული შეკვეთები თბილისის ფარგლებში მომხმარებელს მიეწოდება მომდევნო დღეს.

რეგიონებისთვის მიწოდების სერვისის დრო განსაზღვრულია 3 სამუშაო დღემდე. შეკვეთის მიწოდება ხორციელდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.



გთხოვთ გაითვალისწინოთ: უფასო მიწოდების სერვისი არ ვრცელდება აქსესუარების განყოფილებაში წარმოდგენილ პროდუქციაზე, ღირებულება დამოკიდებულია  პროდუქციის რაოდენობასა და წონაზე.

 

About Page Image

GSN ექსპრესი

GSN ექსპრესის საშუალებით შეგიძლიათ თქვენი საკონტროლო სალარო აპარატის დიაგნოსტიკა და შეკეთება როგორც ადგილზე, ისე დისტანციურად. დაგვიკავშირდით (032) 2 500 111.