GE RU EN

ჩვენ შესახებ

ჩვენთან თანამშრომლობა მარტივია

 ჯორჯიან სერვის ნეთვორკი (GSN) არის ბულგარული კომპანია "Daisy Technology"-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს  ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან. ძირითადი პროდუქცია, რომლის მოწოდებასაც ახდენს კომპანია არის ფისკალური მეხსიერების მქონე სალარო აპარატი და ფისკალური პრინტერი, რომელსაც აქვს ავტომატური კავშირი შემოსავლების სამსახურთან.  

გარდა ამისა ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ პოს სისტემას, შტრიხკოდ მკითხველს, ფულის უჯრას, ელექტრო სასწორს, ფულის მთვლელს, ფულის  დეტექტორს და ა.შ.

 ჩვენ გვაქვს 17 ფილიალი საქართველოს ყველა რეგიონში. კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს თბილისში. 

მომხმარებელს შეუძლია მიიღოს სრული ტექნიკური  მომსახურება ჩვენ  ყველა ფილიალში. ჩვენი პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით და ხელმისაწვდომი ფასებით, რაც არის კომპანიის მიმართ  მომხმარებლის ნდობისა და ლოიალობის გარანტი.

საგარანტიო მომსახურება

მხოლოდ ჯორჯიან სერვის ნეთვორკში გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა მიიღოთ ყველა სახის ტექნიკური მომსახურება უფასოდ. ამისათვის დაგვიკავშირდით  და მოითხოვეთ  საკონტროლო-სალარო აპარატის საგარანტიო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება.  (032) 2 500 111  

ონლაინ დახმარება