ძიებაSearch
Logo
GE RU EN

გაყიდვების კონსულტანტის ვაკანსია!

13.01.2023

ჩვენ შესახებ

 

,,ჯორჯიან სერვის ნეთვორკი’’ (GSN) 2011 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და სალარო აპარატების, POS სისტემებისა და სავაჭრო პროგრამული უზრუნველყოფის ყველაზე დიდი დისტრიბუტორია. დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდს www.gsn.ge

 

ჩვენთან მუშაობის უპირატესობები:

 

ჩვენი გუნდი იზრდება და ვეძებთ მოტივირებულ პროფესიონალს. ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი ცვლილებების მოხდენა, ამიტომ ვაფასებთ განსხვავებულობულობას გამოცდილების და იდეების გაზიარების თვალსაზრისით. როგორც ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას, გვაქვს მყარი ტრადიციები და მომავლის სტრატეგიული ხედვა. თუ ეძებთ დინამიურ, გამჭვირვალე, პროფესიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს, თქვენთვის „ჯი ეს ენი“ შეიძლება საუკეთესო არჩევანი იყოს,

 

ჯორჯიან სერვის ნეთვორკი („ჯი ეს ენი“) თბილისში წერეთლის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

 

პოზიციის დანიშნულება: ფილიალში შემოსული მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქციის შეთავაზება და გაყიდვების ზრდა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ან დამამთავრებელი IV კურსის სტუდენტი)
  • სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე (B2)

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ფილიალში მომხმარებლების დახვედრა და საჭიროებისამებრ გადამისამართება
  • კლიენტის მოთხოვნის იდენტიფიცირება, პირველადი ინფორმაციის მიწოდება
  • პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების და სერვისების დეტალური შესწავლა და მომხმარებლებისთვის გაცნობა
  • პოტენციური მომხმარებილისთვის პროდუქტების/სერვისების შეთავაზება/გაყიდვა
  • პოტენციურ მომხმარებელთან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა
  • გაყიდვების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება

სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 700 ლარი + ბონუსი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • მეგობრული და მამოტივირებელი სამუშაო გარემო
  • სწავლისა და განვითარების შესაძლებლობა

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 25 იანვრის ჩათვლით გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gsn.ge

 

იმისთვის, რომ მოხდეს თქვენი მონაცემების განხილვა, ელექტრონული ფოსტის ,,სათაურის ველში’’ (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

 

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, დამუშავდეს და შენახულ იქნას. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან.  კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

 

გისურვებთ წარმატებებს!

 

ბოლო სიახლეები