ძიებაSearch
Logo
GE RU EN

ჯიესენმა Golden Brand-ის ნომინაციაში: „სავაჭრო ტექნიკა, მოწყობილობები, სალაროს აპარატები“ №1 ოქროს ბრენდის ტიტული მოიპოვა!

01.07.2021

Global Idea -ს და The FINANCIAL-ის მიერ ორგანიზებულ, მედიაში ბიზნეს ოსკარად წოდებულ, ოქროს ბრენდის რიგით მეთექვსმეტე დაჯილდოვების ცერემონიალზე ჯიესენმა №1 ოქროს ბრენდის ტიტული მოიპოვა ნომინაციაში: „სავაჭრო ტექნიკა, მოწყობილობები, სალარო აპარატები“.

 

ტიტულის მინიჭება მოხდა კვლევის მეშვეობით, სადაც მონაწილეობა მიიღო ასამდე ექსპერტმა - ექსპერტები იყვნენ ეკონომიკურ საკითხებში, ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტები, უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები, საკონსულტაციო კომპანიები, სახელმწიფო და არასამთავრობო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. დამატებით გამოკითხულ იქნა 2000 მომხმარებელი.

 

მადლობას ვუხდით ექსპერტებს და მომხმარებლებს აღიარებისა და დაფასებისთვის. სიამაყით ვიღებთ კომპანიის თითოეული თანამშრომლის დაუღალავი შრომითა და საქმისადმი სიყვარულით მიღებულ ჯილდოს, ჩვენმა გუნდმა ჯიესენს მოუტანა უდიდესი წარმატება, რომელიც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია მომავალი განვითარებისკენ.

 

ბიზნეს საქმიანობა დავიწყეთ თბილისში, 2011 წელს 10 თანამშრომლით და 1 ფილიალით, დღეს კი მომხმარებლებს ვთავაზობთ 50-ზე მეტ პროდუქტს, რომლის შეძენაც შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით განლაგებულ 16 ფილიალში, სადაც 2020 წელს 150 000-ზე მეტ მომხმარებელს მოვემსახურეთ. გასული წელი განსაკუთრებით რთული იყო ყველასთვის, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ სტაბილურობა და სანდოობა როგორც მომხმარებლისათვის, ასევე თანამშრომლებისათვის.

 

სამომავლოდ ჩვენ მომხმარებლებს ვპირდებით, რომ განვაგრძობთ განვითარებას და შევთავაზებთ უამრავ სიახლეს, რომელიც კიდევ უფრო მარტივს და წარმატებულს გახდის მათ ბიზნეს საქმიანობას.

ბოლო სიახლეები