ძიებაSearch
Logo
GE RU EN

ჯიესენი - ყველაფერი ერთ სივრცეში!

28.04.2020

ჯიესენი ბულგარული კომპანიის, დეიზი ტექნოლოჯის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, რომელიც თავის სერვისებს და პროდუქტებს ყიდის მსოფლიოს 50 ქვეყანაში!

 

ჯიესენში თავს დაცულად გრძნობთ, რადგან თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ სრული ტექნიკური მხარდაჭერა საქართველოს მასშტაბით 17 ფილიალში, ან დაზოგოთ დრო და დაუკავშირდეთ პროფესიონალ ტექნიკოსებს, რომლებიც დიაგნოსტირებას ჩაუტარებენ და შეაკეთებენ თქვენს სალარო აპარატს მაღალკვალიფიციურ დონეზე როგორც ადგილზე გამოძახებით, ასევე დისტანციურად.  

 

მოხარულები ვართ, რომ უკვე 10 წელზე მეტია ვმუშაობთ ქართული ბიზნესისთვის. ჩვენ შევქმენით ქვეყნის ყველაზე დიდი და წარმატებული კომპანიების გაყიდვების კავშირი.

 

ჯიესენი არის ერთადერთი კომპანია საქართველოში, რომელიც გთავაზობთ სრულ სავაჭრო მოწყობილობას ერთ სივრცეში, რაც ჩვენი მთავარი უპირატესობაა.

 

თქვენ, ჩვენგან შეგიძლიათ შეიძინოთ სალარო აპარატი, რომელიც უკვე რეგისტრირებული იქნება შემოსავლების სამსახურში და სრულ მზადყოფნაში იმუშაოს თქვენს გაყიდვის წერტილში. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ დამატებითი მოწყობილობები, რათა დაიწყოთ თქვენი ბიზნესსაქმიანობა.

 

ქვეყნის მასშტაბით ჩვენს 17 ფილიალში (ლინკი) მუშაობს მაღალკვალიფიციური კადრები, რომლებიც მზად არიან გაგიწიონ თქვენთვის საჭირო კონსულტაცია. იმ შემთხვევაში, თუ გჭირდებათ POS სისტემა, ფულის ყუთი, ელექტრონული სასწორი, შტრიხკოდის სკანერიპრინტერები და სხვა, ჩვენი ტექნიკოსები სიამოვნებით დაგეხმარებიან და დაგიინსტალიერებენ ნებისმიერ სავაჭრო მოწყობილობას.

 

 

თუ თქვენ გაქვთ, ან გსურთ რომ გახსნათ რამდენიმე ობიექტი, ჩვენი კორპორატიული გაყიდვების მენეჯერები დაგეხმარებიან შეარჩიოთ თქვენი ბიზნესისათვის შესაბამისი მოწყობილობები. ამასთანავე თქვენ გეყოლებათ პერსონალური კორპორატიული მენეჯერი, ვინც დაგეხმარებათ ნებისმიერ საკითხში ყოველდღიურად და აბსოლუტურად უფასოდ.

 

 

დამატებითი გადასახადების გარეშე

 

ფიქსირებული ფასები

 

მარტივი პროცედურები

 

სალარო აპარატს, რომელსაც შეიძენთ სრულად თქვენს საკუთრებაში გადმოდის.

 

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბიზნესის დახურვას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ მოგვყიდოთ თქვენი სალარო აპარატი და დაიბრუნოთ თქვენი ინვესტიცია! 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის:

 

დაგვიკავშირდით: 032 2 500 120

 

ან გადადით ბმულზე

სპეციალური სიახლეები