Logo
GE RU EN

ჯიესენი მსოფლიო რბენას უერთდება

03.04.2019

საქართველო მსოფლიოსთან ერთად - ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება საქართველოში 5 მაისს,  მექვსედ გაიმართება. საქველმოქმედო ტურნირს ტრადიციულად კახეთი უმასპინძლებს.  სპორტი და ქველმოქმედება სწორედ ის  ღირებულებებია, რომლებიც მთელ მსოფლიოს ერთ დღეს, ერთი დიდი მიზნის გარშემო აერთიანებს.

ჩვენი კომპანია უკვე მეექვსედ, დიდი ენთუზიაზმით ერთვება მსოფლიო რბენაში.  ჯიესენი წელსაც დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად ირბენს 5 მაისს, ჩვენს 45 წარმომადგენელთან ერთად.

მსოფლიო რბენაზე რეგისტრაციაში გადახდილი თანხა, სრულად მოხმარდება ზურგის ტვინის დაზიანების განკურნებისასთვის საჭირო სამედიცინო კვლევებს. შემოგვიერთდით და ჩაერთეთ მსოფლიო რბენაში 5 მაისს, კახეთში, რათა თქვენც გახდეთ გლობალური წარმატების ერთ-ერთი  შემოქმედი.  

 

ჯისიენი მსოფლიოსთან ერთად ირბენს, ირბინე შენც!!

სპეციალური სიახლეები