ძიებაSearch
Logo
GE RU EN

ჯიესენი 5 მაისის ღონისძიებას შეუერთდა - Wings for life world run

10 . 05 . 2019

კომენტარი ()

გაზიარება ()

საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს რეგიონში, კახეთში, 5 მაისს მსოფლიო სპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური  საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა. ჯიესენი აღნიშნულ საქველმოქმედო რბენაზე 46 წარმომადგენელთან ერთად ასპარეზობდა. ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ქველმოქმედების მხარდაჭერა სწორედ ის ღირებულებებია, რომლებიც მთელს ჯიესენს ერთი დიდი მიზნისთვის ყოველწლიურად აერთიანებს.ჩვენმა გუნდმა ტრადიციულად, უკვე მეექვსედ, ირბინა მათთვის ვისაც ეს არ შეუძლია. ჯიესენიდან საუკეთესო შედეგი მერაბ კვეკვესკირმა აჩვენა, მან 12,36კმ ირბინა.

ღონისძიებიდან შემოსული თანხა  სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. 

გაზიარება :