ძიებაSearch
Logo
GE RU EN

მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის ვაკანსია!

13.07.2023

,,ჯორჯიან სერვის ნეთვორკი’’ (GSN) 2011 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და სალარო აპარატების, POS სისტემებისა და სავაჭრო პროგრამული უზრუნველყოფის ყველაზე დიდი დისტრიბუტორია. დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდს www.gsn.ge

 

ჯორჯიან სერვის ნეთვორკი (GSN) თბილისში აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო პროგრამა, ,,აი ქეშ’’-ის  მომხმარებელთა მხარდაჭერის  სპეციალისტის პოზიციაზე (კომუნიკაცია სატელეფონო, ელ. ფოსტის  და ონლაინ ჩატის მეშვეობით).

 

პოზიციის დანიშნულება:

,,აი-ქეში’’ წარმოადგენს ქლაუდზე დაფუძნებულ კაფე-რესტორნებისა და  ნებისმიერი სავაჭრო დაწესებულების სამართავ მარტივ პროგრამას. მომხმარებელთა მხარდაჭერის  სპეციალისტის  მთავარი მოვალეობაა ,,აი-ქეშის’’ მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია და მათი დახმარება.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობას
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ანაზღაურებას ფიქსირებული 1000 ლარის ოდენობით (ასევე დამატებით მოქმედებს საბონუსე სისტემა)
  • სამუშაო ლოკაცია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N45

 

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები: 

 

  • ,,აი-ქეშის’’ მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია, საჭირო ინფორმაციის სრულყოფილი და ოპერატიული მიწოდება
  • სააბონენტო გადახდების კონტროლი, ჩარიცხვების შესახებ ანგარიშის მომზადება
  • შემომავალი და გამავალი ზარების, ონლაინ ჩათის მართვა
  • მომხმარებელთა დახმარება ტექნიკურ საკითხებში
  • სხვადასხვა ტიპის რეპორტების მომზადება

 

აუცილებელი მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება სასურველია ტექნიკური მიმართულებით (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი)
  • მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე ან სატელეფონო ოპერატორის პოზიციაზე (ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით)
  • სასურველია დისტანციური დახმარების პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
  • უცხო ენა: რუსული და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა, ორივე ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (საუბარი და წერილობითი კომუნიკაცია)

 

დამატებითი მოთხოვნები:

 

  • ანალიტიკური უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
  • სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 25 ივლისის 18:00 სთ-მდე მისამართზე: vacancy@gsn.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

 

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, დამუშავდეს და შენახულ იქნას. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან.  კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.


გისურვებთ წარმატებებს!

 

ბოლო სიახლეები