ძიებაSearch
Logo
სერვისები დახმარება ფილიალები კონტაქტი
GE RU EN

მიიღეთ ჩვენი სერვისები დისტანციურად!

17.03.2020

ძვირფასო მომხმარებლებო,

 

ჯიესენისთვის ჩვენი კლიენტებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობა წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც დგას ნომერ პირველ პრიორიტეტად კომპანიაში.

 

მომდევნო დღეების განმავლობაში, ჩვენი ფილიალები იმუშავებენ შემცირებული კადრებით, ამის გამო შესაძლოა მომსახურებისას გვქონდეს დაგვიანება, რისთვისაც ბოდიშს გიხდით. ამ ეტაპზე ფილიალები აგრძელებენ ჩვეული გრაფიკით მუშაობას, თუკი სამომავლოდ სამუშაო დროსთან დაკავშირებით რაიმე ცვლილებების გატარება მოგვიწევს, ამის შესახებ მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას.

 

მსოფლიოში კორონა ვირუსის (COVID-19) საფრთხის გათვალისწინებით, გირჩევთ დარჩეთ სახლში რათა დაიცვათ თქვენი და თქვენი ოჯახის ჯანმრთელობა.

ჩვენი თანამშრომლები კი მზად არიან მოგემსახურონ დისტანციურად:

 

ნებისმიერი კითხვის, ან ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 032 2 500 111 ან მოგვწერეთ info@gsn.ge

 

შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერი პროდუქტი ან სერვისი, მიიღოთ დეტალური ინფორმაცია დავალიანების გადახდასთან თუ გადახდის თარიღთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი ზარით ნომერზე: 032 2 500 120 ან მოგვწეროთ sales@gsn.ge.

 

შეგიძლიათ საიტიდან, ონლაინ, შეიძინოთ ნებისმიერი პროდუქტი უფასო მიწოდების სერვისით მთელი საქართველოს მასშტაბით: https://www.gsn.ge/product

 

ძვირფასო კორპორატიულო მომხმარებლებო, გაცნობებთ რომ ჩვენ განვაგრძობთ მომსახურებას სრულ სერვისებზე, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს პერსონალურ კორპორატიულ გაყიდვების მენეჯერს, ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე.

 

იმისთვის, რომ მუდმივად საქმის კურსში იყოთ ჩვენი სიახლეების შესახებ, ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს, ან საიტს.

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

 

ბოლო სიახლეები