ძიებაSearch
Logo
GE RU EN

ჯორჯიან სერვის ნეთვორკი (GSN) არის ბულგარული კომპანია "Daisy Technology"-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც 2011 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს. კომპანია არის POS სისტემებისა და სავაჭრო პროგრამული უზრუნველყოფის ყველაზე დიდი დისტრიბუტორი ქართულ ბაზარზე. კომპანიას აქვს 15 ფილიალი საქართველოს ყველა რეგიონში.  დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდს www.gsn.ge

ენთან მუშაობის უპირატესობები:

ჩვენი გუნდი იზრდება და ვეძებთ მოტივირებულ პროფესიონალს. ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი ცვლილებების მოხდენა, ამიტომ ვაფასებთ განსხვავებულობას გამოცდილების და იდეების გაზიარების თვალსაზრისით.

როგორც ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას, გვაქვს მყარი ტრადიციები და მომავლის სტრატეგიული ხედვა. თუ ეძებთ დინამიკურ, გამჭვირვალე, პროფესიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს, თქვენთვის "ჯი ეს ენი" შეიძლება საუკეთესო არჩევანი იყოს.


სამუშაო განაკვეთი: სრული

ჯორჯიან სერვის ნეთვორკი (GSN) ბათუმის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას სარეზერვო ოპერატორის პოზიციაზე.


ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

  • ფილიალში მოსული მომხმარებლისთვის სრული ინფორმაციის მიწოდება კომპანიის პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების და სერვისების შესახებ
  • საკონტროლო სალარო აპარატის ნაწილების იდენტიფიცირება, დაზიანებული ნაწილის შეცვლა ახლით ან  სხვა პროცედურის ჩატარება, რაც არ მოითხოვს სპეციალურ ცოდნას.
  • გაყიდვებთან და სალარო აპარატის რეგისტრაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (ხელშეკრულება, სასაქონლო ზედნადები, რეგისტრაციის აქტი, პროგრამული გატარებები და. ა.შ.) წარმოება, როგორც პროგრამული, ასევე მატერიალური სახით

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ან IV დამამთავრებელი კურსის სტუდენტი)
  • ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების MS Office ცოდნა
  • ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
  • სასაუბრო რუსული და ინგლისური ენის ცოდნა


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 26 იანვრის 18:00 სთ-მდე მისამართზე: vacancy@gsn.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

 

გისურვებთ წარმატებებს!

About Page Image

GSN ექსპრესი

GSN ექსპრესის საშუალებით შეგიძლიათ თქვენი საკონტროლო სალარო აპარატის დიაგნოსტიკა და შეკეთება როგორც ადგილზე, ისე დისტანციურად. დაგვიკავშირდით (032) 2 500 111.