ძიებაSearch
Logo
GE RU EN

ჯორჯიან სერვის ნეთვორკი (GSN) არის ბულგარული კომპანია "Daisy Technology"-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც 2011 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს. კომპანია არის POS სისტემებისა და სავაჭრო პროგრამული უზრუნველყოფის ყველაზე დიდი დისტრიბუტორი ქართულ ბაზარზე. გარდა ამისა ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ სალარო აპარატებს, შტრიხკოდ სკანერს, ფულის უჯრას, ელექტრონულ სასწორს, ფულის მთვლელს, ფულის დეტექტორს და ა.შ. კომპანიას აქვს 15 ფილიალი საქართველოს ყველა რეგიონში. სათავო ოფისი მდებარეობს თბილისში. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდს www.gsn.ge

 

ჩვენთან მუშაობის უპირატესობები:

ჩვენი გუნდი იზრდება და ვეძებთ მოტივირებულ პროფესიონალს. ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი ცვლილებების მოხდენა, ამიტომ ვაფასებთ განსხვავებულობას გამოცდილების და იდეების გაზიარების თვალსაზრისით. როგორც ერთ -ერთ ლიდერ კომპანიას, გვაქვს მყარი ტრადიციები და მომავლის სტრატეგიული ხედვა. თუ ეძებთ დინამიკურ, გამჭვირვალე, პროფესიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს, თქვენთვის "ჯი ეს ენი" შეიძლება საუკეთესო არჩევანი იყოს.

 

ჯორჯიან სერვის ნეთვორკი (GSN) თბილისში აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა ონლაინ მომსახურების ოპერატორის პოზიციაზე.

 

პოზიციის დანიშნულება:

პოზიცია მოიცავს მომხმარებლებთან კომუნიკაციას და მათ დახმარებას იმეილის, ონლაინ ჩათის, Facebook Messenger, Facebook comment-ის სახით.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობას
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • ანაზღაურება 700 ლარი (ასევე დამატებით მოქმედებს საბონუსე სისტემა)

 

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

  • ციფრული არხების მეშვეობით მომხმარებელთა შეკითხვების/პრობლემების იდენტიფიცირება და ოპერატიული დახმარება, სასურველი/საჭირო ინფორმაციის სრულყოფილი მიწოდება
  • მომხმარებელთან კომუნიკაცია კომპანიაში დადგენილი მომსახურების სტანდარტების შესაბამისად
  • საქმიანობასთან დაკავშირებული პროცესების მართვა

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ან დამამთავრებელი IV კურსის სტუდენტი)
  • მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში
  • სასურველია ონლაინ გაყიდვები/მომსახურების ან მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • კომპიუტერული პროგრამები: MS Office
  • უცხო ენა: რუსული ან ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა, ორივე ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 26 იანვრის 18:00 სთ-მდე მისამართზე: vacancy@gsn.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.


გისურვებთ წარმატებებს!

About Page Image

GSN ექსპრესი

GSN ექსპრესის საშუალებით შეგიძლიათ თქვენი საკონტროლო სალარო აპარატის დიაგნოსტიკა და შეკეთება როგორც ადგილზე, ისე დისტანციურად. დაგვიკავშირდით (032) 2 500 111.