ძიებაSearch
Logo
GE RU EN

ჯორჯიან სერვის ნეთვორკი (GSN) არის ბულგარული კომპანია "Daisy Technology"-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც 2011 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს. კომპანია არის POS სისტემებისა და სავაჭრო პროგრამული უზრუნველყოფის ყველაზე დიდი დისტრიბუტორი ქართულ ბაზარზე. გარდა ამისა ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ სალარო აპარატებს, შტრიხკოდ სკანერს, ფულის უჯრას, ელექტრონულ სასწორს, ფულის მთვლელს, ფულის დეტექტორს და ა.შ. კომპანიას აქვს 15 ფილიალი საქართველოს ყველა რეგიონში. სათავო ოფისი მდებარეობს თბილისში. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდს www.gsn.ge

 

ჩვენთან მუშაობის უპირატესობები:

ჩვენი გუნდი იზრდება და ვეძებთ მოტივირებულ პროფესიონალს. ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი ცვლილებების მოხდენა, ამიტომ ვაფასებთ განსხვავებულობას გამოცდილების და იდეების გაზიარების თვალსაზრისით. როგორც ერთ -ერთ ლიდერ კომპანიას, გვაქვს მყარი ტრადიციები და მომავლის სტრატეგიული ხედვა. თუ ეძებთ დინამიკურ, გამჭვირვალე, პროფესიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს, თქვენთვის "ჯი ეს ენი" შეიძლება საუკეთესო არჩევანი იყოს.

ჯორჯიან სერვის ნეთვორკი (GSN) თბილისში აცხადებს ვაკანსიას  სატელეფონო ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე (დეკრეტული შვებულების შეცვლა 6-12 თვის ვადით)

 

პოზიციის დანიშნულება:

მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია და მათი დახმარება

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობას
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • ანაზღაურებად თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას
  • ანაზღაურება 700 ლარი (ასევე დამატებით მოქმედებს საბონუსე სისტემა)

 

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები: 

 

  • შემომავალი და გამავალი ზარების მართვა
  • კომპანიაში დადგენილი მომსახურების სტანდარტების შესაბამისად მომხმარებელთან კომუნიკაცია
  • სასურველი/საჭირო ინფორმაციის სრულყოფილი და ოპერატიული მიწოდება

 

აუცილებელი მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება (ან დამამთავრებელი IV კურსის სტუდენტი)
  • მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში
  • სასურველია სატელეფონო ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • კომპიუტერული პროგრამები: MS Office
  • უცხო ენა: რუსული ან ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა, ორივე ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 8 ივლისის 18:00 სთ-მდე მისამართზე: vacancy@gsn.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

 

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, დამუშავდეს და შენახულ იქნას. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან.  კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

 


გისურვებთ წარმატებებს!

 

About Page Image

GSN ექსპრესი

GSN ექსპრესის საშუალებით შეგიძლიათ თქვენი საკონტროლო სალარო აპარატის დიაგნოსტიკა და შეკეთება როგორც ადგილზე, ისე დისტანციურად. დაგვიკავშირდით (032) 2 500 111.