რატომ GSN კომფორტი PRO +?
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ყველა კომპანიას, რომელიც ფლობს სალარო აპარატებს, საჭიროა ჰქონდეს სერვისის ხელშეკრულება ავტორიზებულ სალარო აპარატების მომწოდებელთან.გამომდინარე იქიდან, რომ ჯიესენი სერვისის გაუმჯობესებასა და კლიენტებისთვის მეტი კომფორტის შექმნაზეა ორიენტირებული, გთავაზობთ GSN კომფორტ PRO + -ს, რომელიც მხოლოდ Daisy Smart Pro-სთვის განკუთვნილი სერვისია.
ჯიესენ კომფორტ PRO+ დადებითი მხარეებია:
- სალარო აპარატის რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურში
- GPRS მომსახურება
- კლიენტთა მომსახურება 15 ოფისში ქვეყნის მასშტაბით
- მაღალკვალიფიციური ტექნიკოსების გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ სალარო აპარატების გამართულად ფუნქციონირებაში
- სამუდამო გარანტია ქარხნული წუნით გამოწვეული დაზიანების შემთხვევაშI
პირობები და გადახდები:
- ხელშეკრულების ვადაა 1 წელი და კლიენტების მეტი კომფორტის შესაქმნელად გრძელდება ავტომატურად
- 1 წლის მომსახურების საფასურია 276₾, რომელშიც შედის ჯიესენ კომფორტის და GPRS მომსახურება. სერვისის თანხის გადახდა ხდება წინასწარ, წელიწადში ერთხელ.
- 6 თვის მომსახურების საფასურია 138₾, რომელშიც შედის ჯიესენ კომფორტის და GPRS მომსახურება. სერვისის თანხის გადახდა ხდება წინასწარ, 6 თვეში ერთხელ.